ჩვენი ერთგულება სიზუსტისადმი ორიენტი იმ კომპანიათაგან ერთ-ერთია, რომელიც მექანიკური საათების
მექანიზმებს თავად აწარმოებს. ისინი გამოირჩევიან უმაღლესი
ხარისხითა და სიზუსტით.

მექანიკური და კვარცის საათების განსხვავებები

მექანიკური და კვარცის საათები განსხვავებულად მუშაობს, მაგრამ თითოეულ მათგანს გააჩნია თავისი უპირატესობები

მექანიკური

მექანიკური საათები  ზამბარის მეშვეობით მუშაობს. საათის მექანიზმს, რომელიც ასეულობით დეტალისგან შედგება, ხშირად საათის „გულს“ უწოდებენ, ისინი მუშაობის დროს გულისცემის მსგავს ხმას გამოსცემენ. მექანიკურ საათები ორი მეთოდით იქოქება, ხელით – დასაქოქი თავაკის დატრიალებით და ავტომატურად – საათიანი ხელის მოძრაობით.nt.

დახვეწილი შესრულება და ხანგრძლივი საიმედოობა მექანიკური საათების დამახასიათებელი თვისებაა. შესაბამისი მოხმარების წესების დაცვის შემთხვევაში საათი მრავალი წელი საიმედოდ გემსახურებათ. ეს საათები საოჯახო რელიქვიად იქცევა, რომლებიც  თაობიდან თაობას გადაეცემა.

კვარცის საათები

არსებობს სამი ტიპის კვარცის საათები, მაგრამ სამივე ენერგიას ელემენტისგან იღებს. ანალოგური კვარცის საათები იგივე  მექანიკური საათებია მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ენერგიას ელემენტისგან იღებს და მასში სიზუსტეს კვარცის კრისტალი უზრუნველყოფს. ციფრულ კვარცის საათებში კი  მექანიკური დეტალების მაგივრად ელექტრო სქემაა. ასევე არსებობს მზის კვარცის  საათები, რომელიც  ციფერბლატის ქვეშ მოთავსებული მზის ელემენტით იმუხტება. მათი მექანიზმი შეიძლება იყოს როგორც მექანიკური, ასევე ციფრული.

როგორ მუშაობს მექანიკური საათი

 

მექანიკური საათის  ყველა დეტალი ერთად მუშაობს, რომელიც ქმნის ჰარმონიული მოძრაობას,
რაც საათს დროის განსაზღვრაში ეხმარება, რათა ზუსტად აღბეჭდოს
თქვენი ცხოვრების თითოეული წამი.

ხელით დაქოქვა

ხელით დაქოქვა მოსახერხებელია ყოველდღიური მოხმარებისთვის. საუკეთესოა როდესაც ყოველდღიურად, ერთი და იგივე დროს ხდება მისი დაქოქვა.

ხელით დასაქოქი მექანიკური საათები სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ეს არის ზამბარა, რომელიც საათს ენერგიას აძლევს და დასაქოქი თავაკით იქოქება. ხელით, დასაქოქი თავაკის ტრიალით ენერგია ზამბარაში აკუმულირდება და გადაეცემა მეორე ნაწილს ქანქარას, რომლის წინ და უკან მოძრაობით დროის ათვლას აწარმოებს და ზუსტად დაბალანსებული სპირალის მეშვეობით იცავს სიზუსტეს. მესამე კი არის საათის მექანიზმი, რომელიც მრავალი წახნაგოვანი ბორბლისგან შედგება და თავის მხრივ ისრებს ამოძრავებს.

თვითდაქოქვა

მექანიკურ საათებს ავტომატური თვითდაქოქვით, ავტომატურს ეძახიან. იგი იდეალურია  დაკავებული ადამიანებისთვის, რომელთაც არ უნდათ ყოველდღიურ დაქოქვაზე ზრუნვა. საათი იქოქება ხელზე  ტარებით. დღეში 8 საათი  ტარების შემთხვევაში, საათი დადებულ მდგომარეობაში დაახლოვებით 40 საათი მუშაობს.

მექანიკური საათი ავტომატური თვითდაქოქვით ნახევრადრკალის ფორმის დეტალის მეშვეობით იქოქება,  რომელსაც როტორი ეწოდება, იგი ბურთულა-საკისარზე არის დამაგრებული და თავისუფლად შეუძლია ბრუნვა. მაჯის მოძრაობის დროს როტორი სიმძიმის ძალის გამო მუდმივად ქვევით მოძრაობს და დაქოქვით მოძრაობას ასრულებს, ამით ხდება ზამბარის მომართვა.  ავტომატური საათები მექანიკური საათებისგან განსხვავებით უფრო მასიურია, ვინაიდან  დამატებით დეტალებს შეიცავს, რომლებიც თვითდაქოქვას უზრუნველყოფენ.

მექანიკური საათის უპირატესობები

სუფთა ენერგია

მექანიკური საათები ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, მასში არ გამოიყენება ელექტროენერგია და ისინი მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. ამრიგად, ეს ნამდვილად ეკოლოგიური პროდუქტია.

პრესტიჟი

მისი ხარისხის და სილამაზის გამო, მექანიკურ საათებს გააჩნიათ პრესტიჟული რეპუტაცია – ისინი ისტორიულად ასოცირდებიან სიმდიდრესთან, კულტურასთან და კარგ გემოვნებასთან.

ხარისხი

რეგულარული მოხმარების გარეშე მექანიკური საათი ჩერდება, რაც იცავს მექანიზმს ფუჭი ცვეთისგან. შესაბამისი მოვლის შემთხვევაში იგი კარგი დაბანდებაა, რომელიც თაობიდან-თაობას გადაეცემა.